პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ გელათის განადგურებაზე მორწმუნეთა დუმილი აოცებს.
“მაინც ყველაზე გასაოცარი და შემაძრწუნებელი ერთი დაკვირვებაა – გელათის განადგურებაზე მორწმუნე მრევლს ხმა არ ამოუღია, არადა სავსე უნდა იყოს გარემო პატარა კარვებით და სანთლით ხელში მლოცველებით.
სამაგიეროდ, ერთი დაძახება უნდათ და მზად არიან დაგლიჯონ განსხვავებული ადამიანი, სხვისი უკანალის დასაცავად “პოგრომები” მოაწყონ, ჯვაროსნული ომი გამოაცხადონ.
ქართველობის დაკარგვაზე ოხრავდნენ და ამასობაში იესო დავკარგეთ”, – წერს უგულავა.