მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთში, იმ მშობლებს, რომლებსაც შვილი ომში დაეღუპათ, ერთი შეკვრა პელმენი აჩუქეს.
„აი, ეს არის რუსული სოლიდარობა… ჭიქა არაყსაც გადასცემენ, ალბათ…
რა შეიძლება ამაზე მეტი დაცინვა და შეურაცხყოფა იყოს?!
გავიგე, რუსეთი რაც არის, საუკუნეებია, ვიცი…
ის ხალხი მაინტერესებს, მაინც რუსეთს რომ გაიძახის და მართალია, ხმამაღლა არა, მაგრამ ამ ომში მაინც რუსეთის მხარეს რომ იჭერს…
ეს ფაქტი მარტო სირცხვილი არა, უდიდესი ბოროტებაც არის…
რუსეთი ომს ვერაფრით მოიგებს… ამას ღმერთი არ დაუშვებს, მაგრამ ის ხალხი მერე სად წავა?!
აი, ის, უხსენებელი ხალხი!…“ – წერს მამა პეტრე.