კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი სოფელ ასკანაში დაფიქსირდა.
ეს 17 თებერვალს გურიაში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.