ბოლო 3 თვეში, კორონავირუსზე 565 170 ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მათივე ცნობით, ბოლო 3 თვეში კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უფრო კონკრეტულად, საშუალოდ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნოემბერში 151-ს შეადგენდა, დეკემბერში საშუალო დღიური მაჩვენებელი 92 იყო, იანვარში კი 207.