ახმედ ზაკაევი: ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩრდილოეთ კავკასია რუსული უღლისგან

ემიგრაციაში მყოფი ჩეჩბეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის მეთაურმა, ახმედ ზაკაევმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“მოგმართავთ ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ხალხებს, რომ იგივე კურსი გაატარონ და საბოტაჟი გაუკეთონ უკრაინაში ომისთვის ძალადობრივ მობილიზაციას. თუ კავკასიელებს სურთ გამოავლინონ თავიანთი სამხედრო ძლევამოსილება, ერთად ვიბრძოლოთ კავკასიის რუსული კოლონიზაციის წინააღმდეგ, ტოტალური უსამართლობის წინააღმდეგ… ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩრდილოეთ კავკასია რუსული უღლისგან…,-განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share