„უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტი პრინციპულად რუსული კანონის იდენტურია” – ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„არსებობს უცხოური დაფინანსება, ვინც იღებს არის иноагент. ამიტომ პირველ ნაბიჯად რუსეთში გააკეთეს მათ რეესტრი, სადაც შეიყვანეს ყველა, ვინც იღებდა დაფინანსებას. ამ სამ ელემენტს ზუსტად ერთი-ერთში იმეორებთ“, – მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს ტუღუშმა.
ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მძიმე კანონის მიღებით, ევროპა საქართველოს კარებს დაუკეტავს.