“დიქტატორი ხარ?”… “გაჩუმდი!” – დაპირისპირება ქალ დეპუტატებს შორის

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ერთმანეთს ქალი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

“ლუქსემბურგის გადაწყვეტილება თუ არ გაქვს წაკითხული, ტყუილა ნუ ლაპარაკობ, გაჩუმდი”, – ასე მიმართა დეპუტატმა თამარ კორძაიამ უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს.

“ოცნების” დეპუტატმა კი კორძაიას დიქტატორი უწოდა და ურჩია ხელებს ნუ აბრახუნებს.

დიქტატორულად იქცევით, ანუ დიქტატორი ხართ? რა ხელებს გვიბრახუნებ. თქვენ ვინ გიჯერებთ, ვინმე რო გიჯერებდეთ, ხმას მოგცემდათ”. – უპასუხა წილოსანმა.

წილოსანმა სხდომათა დარბაზში წამოაყენა წინადადება, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტის განხილვისას ემსჯელათ დასახელებაზე და მიეღოთ იმ დათქმით, რომ არ მოხდეს ამ სექტორში მომუშავე ადამიანების დისკრედიტირება. სწორედ ამას მოჰყვა კორძაიას აღშფოთება, რადგან სახელწოდების შეცვლა შინაარსის შეცვლას არ გულისხმობს და რუსული კანონი რუსულ კანონად რჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share