“იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ დავაზიანებინებ, მაგრამ ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვერცერთი ჯვარი, ვერცერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს ყვიროდნენ.
– განაცხადა „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.