სალომე ზურაბიშვილის უმწვავეს განცხადებას დღეს “ხალხის ძალამ” უპასუხა. “ქართული ოცნების” პარტიის რადიკალურმა ფრთამ პრეზიდენტზე შტურმი მიიტანა.
რუსული კანონის ავტორი დეპუტატები ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ და, ფაქტობრივად, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.
უფრო შორს წავიდა გურამ მაჭარაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაში ვერ ერკვევა და ამიტომ დეპუტატი მზად არის მას კონსტიტუციის წიგნი აჩუქოს.
“ხალხის ძალის” ლიდერი გაღიზიანებას არ მალავდა, რადგან თავადაც იცის, რომ ზურაბიშვილის ინიციატივა პრორუსი პარტიების აკრძალვის შესახებ სწორედ მას და მის მეგობრებს ეხება.