ერვოპარლამენტარი მირიამ ლექსმანი გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს, რომ
“სამარცხვინოა, რომ სახელისუფლებო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ასე იქცევიან. ეს ქმედებები, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე”. – წერს ლექსმანი.
გუშინ რუსული კანონპროექტები პარლამენტში და გარეთ გააპროტესტეს. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ჟურნალისტი.