”ექსპერტიზა ძალიან საჩქაროა. თუ კი ვინმე რამე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს უნდა გადაიდგას სწრაფად. იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. ისეთი ერთსულოვნება ჩანს დასავლეთში ჩემი შვილის საკითხის მიმართ, რომ ამ ყველაფრის ერთიანად იგნორირება რისი მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემს შვილს, რომ თავი დავანებოთ? ჩემთვის, როგორც დედისთვის ეს კატასტროფაა, სრული კატასტროფაა იმიტომ, რომ მე მიკლავენ შვილს. ”
ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.
პოლონური გამოცემა Polskie Radio-ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.