“ძნელი წარმოსადგენია…ამდენი ადამიანი ცდებოდეს…და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი“ – ნინო ქათამაძე

მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი.

ილია ჭავჭავაძე 100-ზე მეტი წლის წინ ცდილობდა ქართველებისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, ჩვენ კი როგორც ჩანს ახლაც ვერ ვხედავთ მკაფიოდ ამ გზას, ასე ახლოს ევროპასთან და რეალურად კი თურმე ძალიან შორს. კანონი რუსულია თუ ამერიკული არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის ჩვენს რეალურ ადგილს გვაკარგვინებს მსოფლიოში.

ძნელი წარმოსადგენია ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი, ფაქტია რომ რაღაც ხდება ისეთი რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, თუ გვინდა ევროპა მეტი შესაძლებლობებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, ევროპული მომავალი როგორც ჩვენი თოფ-იარაღი, მაშინ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. არ უნდა დაუშვას დღეს ჩვენმა საზოგადოებამ უძრაობა და ევროპაში მისი კუთვნილი ადგილის დაკარგვა“, – წერს ნინო ქათამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share