“კანონი და სამართლის” ლიდერი “ხალხის ძალას” ექვსკაციან ფეიკს უწოდებს და “ოცნებას” მოუწოდებს, მათი კანონპროეტი მათვე დაუტოვოს.
ამასთან, თაკო ჩარკვიანი ელისო ბოლქვაძესაც ახსენებს და ამბობს, რომ “ოცნების” წევრი ორალურ-მორალურ მდგომარეობაშია და მასთან რაიმეზე საუბარს აზრი არ აქვს.
“დაუტოვეთ ეს კანონი ამ ხუთეულს, რომელმაც გინების მეტი არაფერი იცის. კითხვა-პასუხი არ შეუძლიათ. დატოვეთ მათ ინიციატივად! და ეს უკან დახევა არ იქნება. ეს იქნება თქვენი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ “ხალხის ძალა” ერთია, რომელიც გარეთ არის და ღელავს და ბრდღვინავს, რომელსაც ჩაგვრას უპირებთ. ეს ფეიკი ექვსკაციანი “ხალხის ძალა” არ არის! ეს ფეიკია და ერის სირცხვილია! მე ბოლქვაძეს არც არაფერს ვთხოვ ამქვეყნად. მე მესმის ის ორალ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაში და ვერ გაუგია სად არის” – ამბობს ჩარკვიანი.