ოზურგეთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ბასა” და საქართველოს ქვიშის ფეხბურთის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის “შევარდენი” უერთდებიან ცნობილი ქართული კლუბების მიმართვას და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
განცხადება ამის შესახებ დღეს, ოზურგეთის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, კლუბ “შევარდენის” მთავარმა მწვრთნელმა , ხარიტონ ჩხატარაშვილმა “გურიის მოამბესთან” საუბარში გააკეთა.