ქართულ ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებს და ამბობს, რომ დღეს შავი დღე მხოლოდ “რადიკალური ოპოზიციისა და მისი გულშემატკივრებისთვისაა.
აშშ-ის საელჩომ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა”.
განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარე პროცესი და კონონპროექტები “კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
“შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ეს არის ცალსახა და იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის”- თქვა კობახიძემ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს იყენებს.