მე ბევრი ვერბალური თავდასხმა მივიღე ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარულობის გამო, რომ მას არ აქვს 40%. მინდა გითხრა, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეაჩერეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ უცხოური აგენტების კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს.
წერს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის დეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა.
შეგახსენებთ, ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, დაახლოებით, 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.