სპეცდანიშვნულების რაზმები და პოლიცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და წყლის ჭვლით შლის რუსთაველის გამზირზე “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას – რადიო თავისუფლების პირდაპირი ტრანსლაციისას ჩანს ისიც, როგორ აკავებენ დემონსტრანტებს.
თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 11:30 წუთზე გამოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმები – მათ რამდენიმე წუთში დაიწყეს მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. მოქალაქეებმა თავი შეაფარეს ეროვნულ გალერეას და ასევე ქაშუეთის ეკლესიას.
თავისუფლების მოედანზე რობოკოპების გამოჩენამდე სპეცდანიშნულების რაზმები ჩამოვიდნენ ჩიტაძის ქუჩაზე კანცელარიის უკანა ეზოდან. მათ გარდა წიწაკის სპრეისა, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მანქანებისა, დღეს 7 მარტისგან განსხვავებით ჰქონდათ რეზინის ტყვიების სასროლად საჭირო იარაღიც.
რადიო თავისუფლება