“მნიშვნელოვანი სიახლეა….მაგრამ, მხოლოდ….პირველი ნაბიჯია”- ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას ეხმაურება.

„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოდან, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, -წერს კრამონი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share