სად ცხოვრობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების შვილები

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, თუ სად დაიბადნენ და სად ცხოვრობენ “ქართული ოცნების” დეპუტატების შვილები:

”ღირსებით ევროპისკენ!!!

ალუდა ღუდუშაური – ცოლი ორჯერ წაიყვანა ამერიკაში სამშობიაროდ. მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა.

ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაშია დაბადებული. შესაბანისად ამერიკის მოქალაქეა.

ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი ბერლინშია დაბადაბული.

კახა კალაძის ოთხივე შვილი მილანსა და პარიზში არიან დაბადებულები.

ბერა ივანიშვილი პარიზში დაიბადა და არის საფრანგეთის მოქალაქე.

ბაია კვიციანის შვილი დიდ ბრიტანეთში დაიბადა.

დავით სონღულაშვილის შვილები საფრანგეთში დაიბადნენ.

ირაკლი ჩიქოვანის ცოლი ამერიკაში ცხოვრობს და მისი შვილებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

მეძმარიაშვილის შვილიშვილები დაიბადნენ ავსტრიაში და ცხოვრობენ ავსტრიაში.

ზაზა ლომინაძის ქალიშვილი ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ასევე განათლება მიიღო გერმანიაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი მიემგზავრება ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად.

გია ვოლსკის უმცროსი ვაჟი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე შეუძენიათ სახლი ამერიკაში.

მიხეილ ყაველაშვილის უფროსი შვილი ინგლისში დაიბადა, მეორე შვეიცარიაში და მხოლოდ მესამეა თბილისში დაბადებული.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share