საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა დაინიშნა. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში – „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება”.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის „ჩაგდების” შესახებ.
9 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.