ავარიის შედეგად, რომელიც ჩინეთის პროვინცია გუანდუნში დაფიქსირდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ ავტომობილში მსხდომი პირები.
ვიადუკზე მოძრაობისას, ფურგონის მძღოლმა გზაზე მდებარე მსხვილი ობიექტი გვიან შენიშნა, ზემოდან გადავლის აცილების მიზნით საჭე მკვეთრად მოაბრუნა, რის შემდგომაც ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა და გვერდით მიმავალ ქროსოვერის ტიპის ავტომობილს შეეჯახა, ეს უკანასკნელი შეჯახებისგან უმალვე ამოყირავდა და ჰაერში რამოდენიმე ბრუნი გააკეთა, სულ მცირედით აცდა გზისპირას გაჩერებულ ავტომობილს და ვიადუკიდან გადავარდნის მომენტში, რა დროსაც 20 მეტრი გაიფრინა, უკან მოძრავი სატვირთოს შეჯახებას გადაურჩა.
ვიდეოდან ეს ამბავი საშინლად გამოიყურება, თუმცა, დაუჯერებელი ისაა, რომ ავტომობილში მსხდომ პირთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მძიმე, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენები, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტრავმებით გამოძვრნენ.
ავარიის გამომწვევი მიზეზი
ადგილობრივი პოლიციისა და მაშველების მტკიცებით, რომ არა უსაფრთხოების ღვედები, როგორც წინა, ასევე უკან მსხდომთათვის, შედეგი სავალალო იქნებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღვედების აუცილებლობასა და მათ როლს სიცოცხლის შენარჩუნებაში როგორც წინა, ასევე უკან მსხდომთათვის.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე