არ ვაპირებთ შევირჩინოთ ბრალდება, ეს დიდი ხნის სასაუბრო თემა იქნება – გააცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
“არავინ აპირებს ჩემიდან დაწყებული, დამთავრებული ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცებით და გაგრძელებული სხვა ლიდერებით, ვინც ამ შემთხვევაში სტატუსით ჩემზე მაღალ პოზიციებზე არიან, პარტიულ რეგალიებს ვგულისხმობ, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა – არავინ აპირებს თუნდაც ერთი ადამიანის თვალში შეირჩინოს დაბრალება. გადავდოთ კანონი გვერდზე, მაგრამ ჩვენ ყველას ვეტყვით რასთან გვქონდა საქმე ამ დღეების განმავლობაში, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს დიდი ხნის სასაუბრო თემა იქნება, შეიძლება წლებიც გაგრძელდეს და დავუმტკიცებთ ყველას, ვინც კი ამ ფეიკში მიიღო მონაწილეობა, რა იკადრეს მათ ამ დღეებთან დაკავშირებით”-თქვა მდინარაძემ.