უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც 7 მარტის აქციაზე დააკავეს და გუშინ გაათავისუფლეს, დღეს დილიდან ისევ აქციაზე დგას.
ნადიმ ხმალაძეს არ სჯერა, რომ მეოცნებეები რუსულ კანონს ჩააგდებენ.
“ჩვენ ბევრი გამოცდილება გვაქვს იმის და მიზეზიც რომ არ ვენდოთ. ამ ბოლო წლების განმავლობაში იმდენჯერ მოგვატყუეს. თუნდაც პირველი დღე აქციის, როდესაც მე უკრაინიდან ჩამოვფრინდი, ჩვენ დავიშალეთ, იმიტომ, რომ დღის პირველ ნახევარში გამოაცხადეს ჩვენ კანონს არ ვღებულობთო, საღამოსკენ კი დაიწყეს კანონის მიღება. არ შეიძლება ენდო რუსს და რუს ხელისუფლებას. მე რუსეთუმე ხელისუფლებას არ ვეძახი, პირდაპირ ისინი არიან რუსული ხელისუფლება. როგორც არ შეიძლება რუსს ენდო, ისე არ შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას ენდო”,-ამბობს ნადიმ ხმალაძე.