აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში ტოდ. დ. რობინსონი საქართველის სტუმრობდა. ის საქართველოს იუსტიციის და შს მინისტრებს შეხვდა. სტუმარ-მასპინძელმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრეს.
რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტოდ. დ. რობინსონი ნედ პრაისის განცხადებებსაც შეეხო.
პრაისმა განაცხადა, ,,გაგვაჩნია რიგი ინსტრუმენტებისა ჩვენს მარაგში, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას პასუხი ვაგებინოთ ნებისმიერს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანის უნივერსალური უფლების განხორციელების ჩახშობისთვის”.
ჟურნალუსტუს კითხვაზე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ამ ინსტრუმენტებზე, რობინსონმა უპასუხა:
“შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ბინზესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ვთვლი, რომ ნედ პრაისი ძალიან მკაფიო იყო – ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც გაგვაჩნია იმ აქტორების დევნისთვის, რომლებიც არ მუშაობენ ჩვეულებრივი მოქალაქეების დემოკრატიული ინტერესებისთვის. ამას ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში“,-აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.