ლუჩანო სპალეტი “ატალანტასთან” შაბათის მატჩისწინა პრესკოფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ სტატუსს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა მხარი დაუჭირა საქართველოს დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ აქციებს, რომელზეც ახალგაზრდობამ ევროკავშირისკენ უპირობო სვლას დაუჭირა მხარი.
“წავიკითხე, რაც ხვიჩამ დაწერა და რა პოზიციაც დააფიქსირა. ეს არის ის, რასაც ნებისმიერი ადამიანი უნდა აკეთებდეს, როცა უსამართლობას აწყდება.
ხვიჩამ გამოიყენა ეს სივრცე საკუთარი პოზიციის გამოსახატავად. ჩემი აზრით, მას ამისთვის უფრო უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე მაშინ, როცა გოლი გააქვს. ჩვენ გვყავს დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი”, – თქვა სპალეტიმ.