ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს, თუმცა ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს – სტუდენტი

„თსუ-ში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს განრიგის მიხედვით შაბათს 10:00 საათზე.
სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია მის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს. რაც გულისხმობდა შემდეგს – აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.
ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება (იხ. სქრინი).
ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.
ეგ Gen Z დაგამთავრებთ! ✊🇬🇪
პ.ს. არც გიორგი კახიანს ჩაუტარებია დარბევის შემდეგ დღეს (ხუთშაბათს დილით) ლექცია,“ — წერს თსუ-ის სტუდენტი მამუკა ჩხეიძე და „სქრინს“ აქვეყნებს
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share