მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილმა დედა მოკლა. მკვლელობის ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
IPN-ის ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.