”საქართველოს მთავრობის პოზიცია ორსახოვანია – საშინაო და საგარეო მოხმარების!” – ამის შესახებ ლანჩხუთის საკრებულოს წევრ ენმ-დან, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებულია საგარეო პლატფორმაზე რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელოს. სხვა შემთხვევაში, ის აუცილებლად მოხდებოდა სანქცირებულთა სიაში:
“გაეროში,ჰააგაში,EU-ში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე რუსეთის წინააღმდეგ ოფიცალური თბილისის ხმა ნურც ძალიან გაგახარებთ და ნურც გაგაკვირვებთ,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სრული ლუსტრირება მოხდებოდა ბიძინა ივანიშვილის, რაც პირდაპირ ნიშნავს მის დასანქცირებას.
ვინმეს ხომ არ ჰგონია, დასავლეთში არ იციან ვინაა საქრთველოს რეალური მართველი დღეს?
ყველამ ყველაფერი იცის და ამ შემთხევაში ივანიშვილი საქრთველოს იმიჯზე კი არ ფიქრობს,არამედ მისი ტყავის გადარჩენაზე მხოლოდ. იმიტომაცაა ორსახოვანი საქართველოს მთავრობის პოზიცია – საშინაო და საგარეო მოხმარების!”- წერს ასკურავა.