სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, კრემლის შემდეგ ქმედებებზე წერს:
“მოკლედ საინტერესო ამბავი
როგორც რუსი პოლიტიკური მიმომხილველი, 2 მოწვევის დუმის ყოფილი დეპუტატი ილია პანომარევი წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში რუსეთი ამზადებს ძალიან მძიმე სცენარს ომის შემდეგი განვითარების!
ლაპარაკი არის იმაზე, რომ რუსეთმა თავიდანვე დაარქვა ამ ომს სპეცოპერაცია, შესაბამისად ის ვერ აცხადებს მობილიზაციას! ამიტომაც მისი თქმით, ახლა მალე მიმართავს ძველ სცენარებს!
ФСБ-მ დაიწყო უკვე დიდი ტერაქტის მომზადება მოსკოვთან ახლოს! სავარაუდოდ ააფეთქებენ, რომელიმე ქიმიური ნივთიერებების საწარმოს! რომლის ნარჩენებიც დახოცავს ათასობით რუსს! ეს ტერაქტი დაბრალდება შემდეგ უკრაინელ დივერსანტებს! ამის შემდეგ კი პუტინი გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და დაიწყებს ომის ახალ ფაზას! მისივე თქმით შესაძლებელია ააფეთქონ ასევე კაპოტნაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ასევე დამანგრეველი შედეგი ექნება!
მსგავსი მეთოდები რუსეთმა გამოიყენა 1999 წელს, რათა დაეწყო მეორე ომი ჩეჩნეთში!
მოკლედ ვნახოთ რა იქნება!”, – წერს მიქაია.