“ოცნების პრობლემა იცით რა არის? თქვენ 9 წელი მარტო იმით ხართ დაკავებულები, რომ ვიღაცას ედრებით ცუდში”

გადაცემაში “ჩაი” ერთმანეთს ოცნების დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დაუპირისპირდნენ.

კალატოზიშვილმა ბოჟაძის შესაბამისი რეპლიკის საპასუხოდ თქვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება მკვლელი:

“არ მაინტერესებს რომელი პარტიაა მკვლელი, მკვლელი მკვლელია, მაჩალკაშვილს და გირგვლიანს რომ მოუკლავენ შვილებს არ მაინტერესებს რომელი პარტიაა” – ამბობს მსახიობი.

კალატოზიშვილის ამ სიტყვებმა ოცნების დეპუტატი გაანაწყენა:

“სამწუხაროა, რომ გირგვლიანს და მაჩალიკაშვილს ერთმანეთს რომ ადარებ, მაჩალიკაშვილი  მინისტრის ცოლს არ მოუკლავს” – თქვა ბოჟაძემ, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

“ოცნების პრობლემა იცით რა არის? თქვენ 9 წელი მარტო იმით ხართ დაკავებულები, რომ ვიღაცას ედრებით ცუდში.იმან თუ 5 მოკლა, მე 2 მოვკალი, ის უფრო ცუდია…”- უთხრა მას  კალატოზიშვილმა.

 

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share