ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შემოსული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერზე ირბეკ ტომაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა – 14 000-ზე მეტი ადამიანი” , – განაცხადა ტომაევმა.