ევროპარლამენტში 14 მარტს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

14 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.

მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 არის ჩანიშნული.

კერძოდ საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share