სკანდალი: ვიქტორ ყიფიანმა ივანიშვილს ფული მოპარა – რა მინიშნებას აკეთებს კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჟურნალისტებთან არაფორმალურ საუბრებში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ადვოკატმა ვიქტორ  ყიფიანმა ივანიშვილს ფული მოპარა, რის გამოც მასთან ოლიგარქმა სამართლებრივ მომსახურებაზე კონტრაქტის შეწყვიტა.

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას, კობახიძემ თქვა, რომ ყიფიანის გათავისუფლების მიზეზი “ბევრად უფრო მძიმეა”, ვიდრე ის, რომ “აგენტების შესახებ კანონი ადვოკატზეც ვრცელდებოდა”:

 

მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. მე ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ნიშნები მოგეცით, ბევრი“, -განაცხადა კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის ადოვოკატი ირაკლი კობახიძემ აგენტად მას შემდეგ გამოცხადა, რაც იურისტმა მმართველი პარტია “რუსული კანონის” გამო მკაცრად გააკრიტიკა.

 

ვიქტორ ყიფიანი “პირველების” სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს.

www.newposts.ge

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share