საქართველოში ყველაფერი ბინძური და გულის ამრევი, უფლის სახელით რატომ კეთდება?
იცით რატომ? იმიტომ, რომ ფანატიზმამდე დაყვანილი სარწმუნოება მხოლოდ განათლებასთან მწყრალად მყოფებს აერთიანებს.
და მაინც, რატომ ჰგონიათ “მორწმუნეთა” უმრავლესობას, რომ ქრისტე სიძულვილში, ღალატში, გინებაში და ერთმანეთის მტრად მოკიდებაშია?
იმიტომ, რომ მრევლის 70% ასე გამოკვება მომხვეჭელობაზე დაგეშებულმა ვითომ ღვთის მსახურებმა, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ბიბლიაში ყველაფერი ისე წერია, როგორც მათ აწყობთ.
არადა, ქრისტე სიყვარული, თავისუფლება და სიკეთეა! დიახ, თავისუფლება და არა 30- ლარიანი მონობა!
ჰოდა, რატომ მომინდა ეს ყველაფერი მეთქვა? რატომ და, ევროპის დროშა დღეს თავზე რომ გადაგვახიეს, ამ ქვეყნის მომავალით და ზოგადად მომავალი თაობების თავისუფლებით ბოღმა მორეულებმა, იმაზე ვფიქრობდი მართლა რაა ეს ევროპა ასეთი? ადამიანების უფლებების დაცულობა? პერსპექტიული მომავალი? ბედნიერი სიბერე? წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ შვებულების სხვადასხვა ქვეყანაში გატარება და ცხოვრებით ტკბობა, განათლების მაღალი დონე და ადამიანის ადამიანად ცნობა თუ…
ჰოდა, ამ ფიქრებში გართული მტრედების ღუღუნმა გამომაფხიზლა და გამეცინა…მწარედ გამეცინა… რამდენად “უკანაა” ჩვენთან ევროპა…. მაშინ როცა აქ იმის განწყობა გაქვს, რომ მტრედების ენას უსმინო, ამ დროს საქართველოში ვიღაც, ხატის ხელში უკუღმა მჭირალი ბოლო ხმაზე ხავის ქალაქის მთავარ გამზირზე, რომ იმ ადამიანების დედებს ატირებენ, ვინც თავისუფლება მოისურვა….
ასეა, ჩემო იმანო, სანამ შენისთანები შუაზე ბოღმით იხევიან, აგერ ევროპაში პენსიის ასაკის ხალხი საუკეთესო ტურებს გეგმავენ სხვადასხვა ქვეყნებში! შენ კი, შენს მშიერ მოხუცს დაუყვირე მაქედან, რომ მანამ არ იქნება ბედნიერი, სანამ ამ სიბნელეში სული ზუსტად ქართულად არ ამოხდება…
შიმშილით, უბედური ცხოვრებისგან გაწამებული სახით და იმაზე ფიქრით, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებსაც რამდენჯერ მოუწევთ სიმწრისგან ცრემლების ყლაპვა….
ჰოდა, რად გინდათ ევროპა და მისი პერსპექტივები? რად გინდათ ადამიანური ყოფა და მონობისგან გათავისუფლებული ტვინი? ჩვენ ხომ ასე გვმოძღვრავენ ამბიონებიდან, რომ მხოლოდ გლახაკი და მშიერი ცხონდებაო?!… ჰოდა, დაელოდეთ, დაელოდეთ! რა იცით რა ხდება?! იქნება და თქვენც ცხონდეთ თქვე მამაცხონებულებო! ანუ როგორც ალლა ბორისოვნა იტყოდა :”ბეი,ბეი,ბეი სვაიხ! შტობ ჩუჟიე ბაიალის”
“Бей, бей, бей своих, Чтоб не лезли вперёд! Бей, бей, бей своих, Чтобы не выделялись! Бей, бей, бей своих”
მთავარი საფიქრალი მაინც ის უნდა იყოს თქვენთვის, რომ მაძღრების ღლიცინმა მოგანიჭოთ ყველაზე დიდი სიამოვნება, რადგან, თქვენისთანებისთვის თავისუფლება მონობაშია და მონობა გაყიდულ სულში !
თეო იოსელიანი ევროპიდან