“აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსას” – ნოდარის და ნანულის სიყვარულის ისტორია

”მერე იყო უამრავი რამ… ისინი დამეგობრდნენ. ნოდარს სულ სხვა გოგო უყვარდა, ნანული მაჭანკლის როლსაც ასრულებდა, დიდად უწყობდა ხელს ნოდარს… უახლოეს მეგობრებად ითვლებოდნენ, სულ ერთად იყვნენ და, ალბათ, ვერც ერთმა ვერ იგრძნო, როგორ გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში. ახლა სიყვარულში ვეღარ უტყდებოდნენ ერთმანეთს. არადა, ყველაფერი ცხადი იყო: ნანული უნივერსიტეტში მიდიოდა და ნოდარი მოაჯირზე ჩამოყრდნობილი ელოდებოდა, ლექციებიდან გამოდიოდა და ნოდარიც იქვე იდგა, ფოიეში… ვინ იცის, კიდევ რამდენხანს ივლიდნენ ასე, რომ არა ერთი შემთხვევა: ნანულიმდე ხმა მივიდა, ნოდარს ერთი გოგო უყვარს, მაგრამ ნანულის გამო ვერ მოჰყავსო… გაბრაზდა, ცხელ გულზე მივიდა ნოდართან და უთხრა, შენ თუ ვინმე გიყვარს, მე რაშუაში ვარ, მე რატომ მახსენებს ეს ხალხი, ადექი და მოიყვანეო. ნოდარმა ალმაცერად შეხედა და ჰკითხა :
— შენ მე არ გიყვარვარ?
–არა… ჯერ შენ მითხარი და მერე მე გეტყვი.
–შენ თუ ამდენხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არ ყოფილა შენი საშველი. ახლა შენ მითხარი…
–შენც თუ ამდენხანს ვერ მიხვდი, რომ მეც მიყვარხარ, არც შენი საშველი ყიფილა მაშინ…
–აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსას…
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 1 ადამიანი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share