ნატო გოგელიას მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,  ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, – წერია უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, თავდასხმა მოხდა “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. თავს ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა “ტვ პირველის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share