„ჩათლახები არიან… ლგბტ მაფია გვაწვება“ – რა კითხვას უსვამს დავით ზურაბიშვილი მათ, ვისაც „სლეობის“ სჯერა

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს:

„დავუშვათ და მთელ ევროპასა და ამერიკაში იღებენ იმ კანონს, რომლის მიღებასაც საქართველოში მთელი ევროპა და ამერიკა გვიშლის. ხომ ავტომატურად უნდა გაგიჩნდეს ადამიანს კითხვა, რატომ? რატომ მიშლიან მე იმას, რასაც სხვებს და უპირველეს ყოვლისა თავის თავს არ უშლიან? მაინტერესებს რა პასუხი აქვთ ამაზე იმათ, ვისაც ამ სლეობის (მე მაპატიეთ უფრო კორექტულად ვერ ვიტყვი) სჯერა.ა) ჩათლახები არიან და ჩვენი ჯინი სჭირით?ბ) ომში უნდათ რომ ჩაგვითრიონ?გ) სინამდვილეში კარგი ევროპა და ამერიკა არ გვშლის და ცუდი ევროპელები და ამერიკელები გვიშლიან?დ) მიშა უნდათ რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში?ე) ბატონ ბიძინას მტრობენ რადგან მიშასგან განსხვავებით თავის ჭკუაზე ვერ ათამაშებენ?ვ) სულით ნაცები არიან?ზ) სატანისტები არიან?თ) ლგბტ მაფია გვაწვება?ი) მერწყული რომ თევზების ზოდიაქოში გადადის, მაგ დროს იციან ხოლმე?.თუ რა?მართლა მაინტერესებს.“

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share