ვანო მერაბიშვილის სკანდალური აღიარება – რაზე ესაუბრა შს ყოფილი მინისტრი უკრაინელ ჟურნალისტებს

ვანო მერაბიშვილი ისევ გამოჩნდა. ამჯერად უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მერაბიშვილმა თქვა, რომ ერთადერთი სერიოზული პარტია ,,ნაციონალური მოძროაბაა” და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

 

სკანდალურ ინტერვიუში მერაბიშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მელიას განეიტრალების სპეცოპერაციის თანამონაწილე იყო. მელია, მერაბიშვილს პასიურობის გამო არ მოსწონდა. უკრიანული ტელე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პარტიის სახელით აქციებიც დაანონსა.

საქართვლოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ უკრაინის ომზეც კი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება მოახდინეს ხელმძღვანელობის ვადამდელ გადარჩევაზე. პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი დამარცხდა. დაახლოები 50 000 მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალგაზრდა ლიდერმა დაამარცხა მოქმედი თავმჯდომარე. თუ აკვირდებით ბოლო კვირებს, ყველაფერი ძალიან შეიცვალა, საქართველოში ძალიან ბევრი აქცია მიმდინარეობს, პარტია ვითარდება, წლების განმავლობაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა იმას კი არა, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, ისინი ცდილობდნენ სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ. მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ”, – ამბობს ვანო მერაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share