გვებრძოლეთ – მორწყეთ თქვენი ,,ფანტაზია”, მაგრამ ამით მხოლოდ მე კი არა – ქვეყანას მიიყვანთ უფსკრულთან – კეკელიძე

”დღეს უკანასკნელად დავწერ და დაგემშვიდობებით. არავის განვსჯი, ყველას აქვს საკუთარი ლოგიკური არგუმენტი და ფიქრი და ეს ხალხიც გათათხეს და მიწასთან გაასწორეს, ,,იუნესკოს საქმე” ადამიანის თითქმის დამართებულ ინფარქტს გაუთანაბრეს, ადამიანისვე დახვრეტის ბრალდებით რომ შეემთხვა, ორგანიზებული ჯგუფების უბინძურესი შემოტევა არაერთ ქართველ მწერალზე, მათ გამოხატულ პოზიციას გაუტოლეს, მაგრამ ეგრე ვიღაცისთვის უცნაურად მოხდა, რომ მე და ტურიკას, მაგალითად არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის (ყოველ დილით და საღამოთი მოვიკითხავდი – ვიცი, რა რთულია ამ დროს ეულად ყოფნა), არც ელისო ბოლქვაძის ,,იუნესკოს წერილზე” მოგვიწერია ხელი, მაგრამ ბოლო ხუთი დღეა, უცნაური ადამიანების და ტროლ-ბოტების მხრიდან სწორედ ჩვენ ვიყავით ძირითადი სამიზნე.

განა მიკვირს რატომ? – ვიცი. დაწერეს და თქვეს ყველაფერი, რასაც მათი ან მკარნახებლის ფანტაზია გასწვდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის თავს არ ვაცოდებ – ეს ორი კვირაა ჩემი სამოქალაქო პოზიცია გამოვთქვი, ადრეც გამომითქვამს და გამოვთქვამ ყოველთვის, როცა საჭირო იქნება – ეს ჩემი არჩევანია. არც ამის წაყრუებაა სწორი, მაგრამ ვერც ვერავინ დამახევინებს უკან. ვერასდროს.

ჩვენ გვებრძოლეთ ბატონო – გაამხნევეთ და მორწყეთ თქვენი ,,ფანტაზია”, მაგრამ ამით მხოლოდ მე კი არა – ქვეყანას მიიყვანთ უფსკრულთან.

ეს ჩემი რჩევაა, თქვენთვისაც უკეთესი.” – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share