ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო.
დეპუტატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის არსებული იერსახე გააპროტესტა, იქ განთავსებულ საყვავილეებს ,,კუბოები” უწოდა და ფოტოები სააქტო დარბაზში გამოფინა.
მისი თქმით, აღნიშნული ადგილი რეაბილიტაციამდე ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა და ის,მხოლოდ, იმიტომ შეცვალეს, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო განხორციელებული.
მიმდინარე პროექტი ევროკავშირის გრანტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
,,ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.