“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ…არც პოლიტიკის არსი გცოდნიათ და…არც განათლების“ – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტმა არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა და პოლიტიკის არსისი ცოდნა დაუწუნა.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რომ იძახით, პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიებშიო, არც პოლიტიკის არსი გცოდნიათ და არც განათლების.

როდესაც სოფლის მეურნეობას ვასწავლით – პოლიტიკას და მართვას ვასწავლით სოფლის მეურნეობაში.

როდესაც მარკეტინგს ვასწავლით – პოლიტიკას და მართვას ვასწავლით მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

როდესაც პიარს ვასწავლით – პოლიტიკას და მართვას ვასწავლით საზოგადოებრივ კომუნიკაციებში.

როდესაც ორგანიზაციულ მენეჯმენტს ვასწავლით – პოლიტიკას და მართვას ვასწავლით ორგანიზაციულ ქცევასა და თანამშრომლებთან ურთიერთობებში.

და ა.შ. ყველა დარგსა და მიმართულებაში.

პოლიტიკის სწავლების ადგილი სწორედაც რომ აუდიტორიებია და აკადემიური განათლება საფუძველია იმისთვის, რომ პოლიტიკა აკადემიური გახდეს და კომპეტენტური, ნაცვლად იმ უვიცობისა, რომელიც მმართველი პარტიის (და ბევრი ოპოზიციონერი) დეპუტაციას ახასიათებს.

მეტიც, ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრს, მეტად რომ გესწავლათ პოლიტიკა აუდიტორიებში, იქნებ დღევანდელი პოლიტიკური გარემო ასეთი მდარე, უშინაარსო და სამარცხვინო არ შეგექმნათ.

პოლიტიკის ადგილი სწორედ რომ აუდიტორიებშია“ , – წერს გამზარდია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share