78-ო ,,პატრიოტო” ,მონობიდან ქვეყნის ღალატამდე ერთი ნაბიჯია. თქვენი სწრაფი ,,პროგრესი” სახეზეა – წერს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს: “ვინც არ ჰყავხართ კომპრომატებით დაჭერილი ივანიშვილს ხელი არ შეუშალოთ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას.”
ოცნების დეპუტატებს ჯერ იყო და როცა საზოგადოება ბიძინას მონებს უძახდა ძალიან სწყინდათ, თუმცა მალე შეეგუენ და ზოგს ეამაყებოდა კიდეც. ახლა მოღალატეებს ვეძახით და ესეც სწყინთ, თუმცა დიდი ალბათობით ამასაც მალე შეეგუებიან და ზოგიერთი მათგანი თავსაც კი მოიწონებს ამით. ხომ ხედავთ,78-ო ,,პატრიოტო” ,მონობიდან ქვეყნის ღალატამდე ერთი ნაბიჯია. თქვენი სწრაფი ,,პროგრესი” სახეზეა.ველოდებით შემდგომში თუ რაზე მოგაწერინებთ ხელს და როცა დასჭირდება წაგაშლევინებთ თქვენი მამა-მარჩენალი. გულწრფელად მეცოდებით!მოგიწოდებთ:
1. ვინც არ ჰყავხართ კომპრომატებით დაჭერილი ივანიშვილს ხელი არ შეუშალოთ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას.
2.სახალხოდ მოიხადოთ ბოდიში და აღიაროთ თქვენი შეცდომა.
ჯერ კიდევ გვიან არ არის. ქართვენი ხალხი გულმოწყალეა და გაპატიებთ. – წერს პაატა ბურჭულაძე.