უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი, 1-ელ აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა მიიტაცა თავისი ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბავშვების გატაცებისთვისაა ძებნილი“, – წერს კულება „ტვიტერზე“.
მისი განცხადებით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია.
„მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია. რუსეთი უშიშროების საბჭოს ბოლოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა. ის უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა“, – წერს კულება.