რამიშვილზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ის არ უნდა დაისაჯოს – ჟურნალისტი

”არ უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია მის წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს. მე არ ვიცი, ეს ჩემი გასარკვევი არ არის, მაგრამ 7 წლის შემდეგ რომ ხდება… თუნდაც 5 წლის შემდეგ. როცა გოგონა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, აი მოუსმინეთ მაგას რას აკეთებს, აი დამთავრდა ქართული ოცნება, მათი ბოლო წუთებია და რაღაცები, პირდაპირ ეტყობა, მიზანმიმართული თავდასხმა შალვასთან მიმართებაში. ის არ უარყოფს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია, მაგრამ ის ფეიკებს არასდროს აკეთებს. ის ამხელებს თქვენ ტელევიზიებს სიცრუეში. მარტო მე არ ვიცავ [რამიშვილს], ამას კანონი დაიცავს.”

განაცხადა ”ქართული ოცნების” დეპუტატმა შოთა ხაბარელმა შაბათის ფორმულასთან საუბარში.
შალვა რამიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share