ყოველთვის დავდგები ქართველი ხალხის გვერდით – ლადო აფხაზავა

„ევროპული ინტეგრაცია ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“- ეს განცხადება პედაგოგმა ლადო აფხაზავამ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გააკეთა, რომელიც ენმ-ს ორგანიზებით ჩატარდა და რომლის მთავარი მიზანი, ხელისუფლებისთვის იმის შეხსენება, იყო, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული გზა.

„ჩემი სურვილია და ვირჩევ ევროპას, ამიტომ ევროპული ღირებულებები, ევროპული ინტეგრაცია ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც, როდესაც ამ მოთხოვნით გაიმართება აქცია, მე ყოველთვის დავდგები ქართველი ხალხის გვერდით“, – განაცხადა აფხაზავამ.

ცნობისთვის, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ენმ-ს ორგანიზებით გამართულ აქციაზე, პარტიის ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა, „ქართულ ოცნებას“ ოთხი კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share