მკითხველის მაგიდა ,,ჩერჩილი ამბობდა ნებისმიერ ქვეყანაში როცა მოქალაქეს სიმპატიები უჩნდება მმართველი პარტიის მიმართ, ფსიქიატრს უნდა ეჩვენოსო’’

  იტყოდა თუ არა დღეს, სერ უინსტონ ჩერჩილი

                                                         იმას რაც უთქვამს მრავალი წლების  წინათ?!

 

რომ ,,ნებისმიერ ქვეყანაში როცა მოქალაქეს სიმპატიები უჩნდება მმართველი პარტიის მიმართ, ფსიქიატრს უნდა ეჩვენოსო’’

ვეჭვობ, რომ არა საბჭოთა კავშირი, ამ უკანასკნელს მსგავსი აზრები მოსვლოდა, როცა ერთი ადამიანის გაწეული თითის მიმართულებით მილიონობით ადამიანი მიეშურებოდა, ბევრი იძულებით, ბევრი გაგებით, არც თუ ისე იშვიათად დიდი სიყვარულითაც კი, ანუ დრო ცოტა ჰქონდათ საქმე-ბევრი…

რიტორიკული, მაგრამ საინტერესო კითხვა, როგორ შეაფასებდა დღეს ,,ბულდოგი’’ ზელენსკის ფენომენს, რომელმაც არანაკლებად (თუ მეტად არა) აიყოლია ხალხი?

საუკუნეა გასული ჩერჩილის ამ შენიშვნის შემდეგ, მაგრამ ღმერთმა დღეს ინება გამოეგზავნა ,,მზეჭაბუკი’’ რომელიც დაუფიქრებლად ჩაება ბრძოლაში ურჩხულთან და იმარჯვებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი,-ეს კანონზომიერებაა, 200-300 წელიწადში ხდება ასეთი.

ამ ადამიანში ჩანს მეტი-სიბრძნე და ხარისხი, მსგავსი რომელიც არასდროს დაფიქსირებულა, ანუ მართლაც რომ გულისამაჩუყებელია ზელენსკის ერთ-ერთი პირველი მიმართვა კაბინეტებში მჯდომი მოხელეებისადმი, რომ ნუ ზიან პრეზიდენტების პორტრეტის ქვეშ, რომ უმჯობესია ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებისას , არა პრეზიდენტის, არამედ მოხუცებისა და ბავშვების სურათები იქონიონ და მათ ჩახედონ თვალებში, მათი იქნება ეს ბავშვები, თუ სხვისი…

მალე დამთავრდება ომი, დამთავრდება ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა და ძალიან ბევრისგან განსხვავებით ულაპარაკოდ წავა პოლიტიკიდან. რომელსაც მადლიერი უკრაინელი ხალხი სიცოცხლეშივე დაუდგამს ყველაზე მყარ გრანიტის ძეგლს, რომელიც ,,სფინქსის’’ მსგავსად დარჩება კაცობრიობას.

გრამიტო მამინაშვილი; ქალაქი ოზურგეთი;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share