“ხალხის ძალის” დეპუტატი, ეკა სეფაშვილი “არ გამორიცხავს”, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ჯილდოებში ფული გადაიხადა :
“ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა,” – განაცხადა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის დემოკრატიის პრიზი გადაეცა. ხოლო 14 აპრილს იგეგმება მისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს „პრომეთეს ჯილდო“ გადაცემა.