საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა. ჯილდო სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიიღო.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა – ღონისძიება სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავს ეძღვნებოდა. ღონისძიებას გიული ალასანიასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სააკაშვილის გარდა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიც დააჯილდოვეს. ჯილდო დიპლომატიურ და ეკონომიკურ დარგებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.