უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და მისთვის, სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე:
“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და ძლიერი სამართლებრივი საფუძველი. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ მასზეა დამოკიდებული სიცოცხლე, მაშინ აუცილებელია ეს ნაბიჯი გადაიდგას. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა გადაუდებელი მიმართვა შეიტანეს ევროსასამართლოში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაუწიონ და როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.