სალომე ზურაბიშვილის ძმა თეა წულუკიანის წინააღმდე – ოთარ ზურაბიშვილი მინისტრს საფრანგეთიდან უპირისპირდება. პრეზიდენტის ძმა ამბობს, რომ მინისტრმა ლევილში ყველაფრის გაკეთება მის ჭკუაზე დაიწყო, ემიგრანტებს კი არაფერს უთანხმებს. არადა, ქართული სათვისტომო, რომელსაც პრეზიდენტის ძმა ხელმძღვანელობს,
წლებია ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედის.
სათვისტომოში ახლა დიდი პროტესტია. ემიგრანტები ახსნა-განმარტებებს წულუკიანისგან ელოდებიან.